სააკაშვილი: ”რ2”-ში მომუშავე ადამიანები სიამაყეს, სილაღეს და შეუპოვრობას წარმოადგენდნენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-იდან ჟურნალისტთა ერთი ნაწილის წასვლას და მათ პოზიციას ერთსულოვანს უწოდებს. როგორც სააკაშვილი facebook-ზე წერს, ტელეკომპანიაში მომუშავე ჟურნალისტებმა ქართველთა საუკეთესო თვისებები გამოავლინეს: სიამაყე, სილაღე და შეუპოვრობა.

“არც საქართველოში და არც პოსტსაბჭოთა სივრცეში არასდროს ასეთი ერთსულოვნება ჟურნალისტებს არ გამოუვლენიათ. ამათი შემხედვარე განსაკუთრებით ვამაყობ ქართველობით.

დიახ-ადამიანები, ვინც რ2 -ში მუშაობდნენ, წარმოადგენენ ქართველთა საუკეთესო თვისებებს-სიამაყეს, სილაღეს, შეუპოვრობას! ასეთი საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს! საქართველოში უნდა გათენდეს!”,-წერს მიხეილ სააკაშვილი და თითქმის დაცარიელებული “რუსთავი 2”-ის სტუდიის ფოტოებს ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად