სააკაშვილი: ქუთაისში პარლამენტის გადატანა იყო საშვილიშვილო საქმე საქართველოსთვის

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობის გაყიდვის შესახებ ინიციატივას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და “ივანიშვილის მორიგი მავნებლობა” უწოდა.

“საქართველოს მაოხრებელმა ივანიშვილმა გამოაცხადა თავისი მორიგი დიდი მავნებლობა – ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობის გაყიდვა.

ქუთაისში პარლამენტის გადატანა, ეს იყო საშვილიშვილო საქმე საქართველოსთვის. ის აძლიერებს დასავლეთ საქართველოს, და საქართველო უნდა იყოს ძლიერი როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში, ეს არის მიმართული აფხაზური სეპარატიზმის წინააღმდეგ და აფხაზეთის დაბრუნებას ემსახურება სტრატეგიულად… ეფუძნებოდა ლაზიკის პორტის განვითარების სტრატეგიას, ეფუძნებოდა ქუთაისის და გარშემო იმერეთის, სამეგრელოს და ზოგადად დასავლეთ საქართველოს სწრაფ განვითარებას, სვანეთის სწრაფი განვითარების ჩემეულ ხედვას და სტრატეგიას.

ივანიშვილს უნდა, ეს ყველაფერი გააჩეროს და მოსპოს, იმიტომ, რომ მისი ამოცანაა სუსტი, გავერანებული საქართველო.

დამაქცევარი ივანიშვილი და მისი მოღალატე ჯგრო აუცილებლად ჩამოშორდება ხელისუფლებას და მე დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დააბრუნებს პარლამენტს ქუთაისში” -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვა იგეგმება და ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო.

“ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საწარმოების ცენტრი და ამ შენობის მნიშვნელობა იქნება ბევრად უფრო მეტი, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, ამ პარლამენტსაც ექნება თავისი დატვირთვა. მან უნდა შეიძინოს ახალი, ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი სახე”, – გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად