A1 ბანერი

სააკაშვილი: ქუთაისიდან პარლამენტის წაღებით, აფზახეთში დაბრუნების იდეას კლავენ

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ბელგიის ქალაქ ლიეჟში, ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

“როდესაც ისინი (საქართველოს ხელისუფლება) ქუთაისს კლავენ და ქუთაისიდან პარლამენტი მიაქვთ, ისინი აფზახეთში დაბრუნების იდეას კლავენ. როდესაც საქართველოში პრეზიდენტის შენობა გააუქმეს, ამით ივანიშვილმა ის კი არ ქნა, რომ არც ერთი ხელისუფლება ჩემზე უკეთეს შენობაში არ იჯდებაო, ამას შინაარსი აქვს… მერე დანიშნავენ ვიღაც ცაბოევას, რომელიც არის ოსი სეპარატისტების მთავარი ლობისტი, რუსების დაქირავებული ევროპაში და ცაბოევა ახლა არის პრეზიდენტის ხელდასმული მრჩეველი კონფლიქტების საკითხში.

თვალსა და ხელს შუა ხდება საქართველოს, როგორც ორგანიზმის განადგურება. რა არის ეს, თუ არა ომი, რა არის ეს, ის, თუ არა რაც დაგვიბარა პუტინმა – კი, ვერ ავიღეთ თბილისი, მაგრამ მოვა დრო და ქართველი ხალხი საკუთარი ხელით გამოუტანს წირვას საკუთარ სამშობლოს”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი

შეგახსენებთ, რომ დღეს ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის შენობაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ემიგრანტებს ხვდება. შეხვედრა მოძრაობა “ერთად სახლში” ორგანიზებით შედგა. მოძრაობის წარმომადგენლები იქ შეკრებილებს გააცნობენ 3-პუნქტიან გეგმას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...