სააკაშვილი: ქუჩაში ხალხი გამოვკითხე და მათი რეაქციები გაგაოცებთ ( ვიდეო)

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატომა, მიხეილ სააკაშვილმა კიევის ცენტრალურ გამზირ კრეშატიკზე გაისეირნა და ადამიანებს ჰკითხა, მიიღოს თუ არა მისმა პარტიამ წელს უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა. მან ვიდეო Facebook-ის გვერდზე გაავრცელა.

“ქუჩაში ხალხი გამოვკითხე და მათი რეაქციები გაგაოცებთ”,-აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

ვიდეოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ძველი პოლიტიკოსები მოულოდნელად მოძველდენ და მას უკრაინელების დახმარება სურს.

“ახლა უკრაინას ისტორიული შანსი აქვს, განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ვლადიმირ ზელინსკი ხელისუფლებაშია “, – განაცხადა სააკაშვილმა.

“უბრალოდ მინდა დაგეხმაროთ, ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ, წარმატება და შეცდომები. მინდა, რომ თქვენი მოსაზრება ვიცოდე, რადგან კომპრომისზე წასვლა არ შემიძლია. ჩვენ ახალი ენერგია, დიდი იდეები, გონიერება, ინოვაცია გვჭირდება. ჩვენ ამას თქვენთან ერთად გავაკეთებთ”,-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეოში.

კადრებში ჩანს, რომ კიევის მცხოვრებლებს, ასევე უკრაინის დედაქალაქის სტუმრებს სურთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.  ისინი მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილი არიან.

“რა თქმა უნდა, წადი, ყველა ადამიანი ამბობს:” სად არის ჩვენი მიშა? “,- აცხადებს ერთ-ერთი ახალგაზრდა ვიდეოში.

“40 წლიიანი გამოცდილება მაქვს, მაგრამ პენსია დაბალი. მხოლოდ წამლების შეძენას ვახერხებ. მოხარული ვარ, რომ დაბრუნდი “,- მიმართა ხანდაზმულმა ქალმა სააკაშვილს და უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ურჩია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...