სააკაშვილი: ყველაფერი რაც გაიხსნა საქართველოში, გაიხსნა ჩემ დროს

“მთელ ოდესაში არის ხელოვნური სუნთქვის 72 აპარატი, მათ შორის ნახევარი მე ვიყიდე”-ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “მთავარ აქცენტებში” განაცხადა.

” მეგობრებო, მინდა გითხრათ, მე ვიმყოფები უკრაინაში. მე ვიყავი ოდესის გუბერნატორი. მთელ ოდესაში არის ხელოვნური სუნთქვის 72 აპარატი, მათ შორის ნახევარი მე ვიყიდე, როდესაც ვიყავი გუბერნატორი.

ოდესაზე მოსახლეობით ცოტა მეტი ვართ. 72 აპარატიდან 30 მე ვიყიდე, საქართველოში არის 2 ათასზე მეტი, ყველაფერი, ყველაფერი, რაც გაიხსნა საქართველოში, გაიხსნა ჩემს დროს. 140 საავადმყოფო გაიხსნა ჩემს დროს, სუნთქვის აპარატები თითქმის ყველა შემოვიდა ჩემს დროს”-ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად