სააკაშვილი: ქართულმა დელეგაციამ მითხრა, ღმერთმა არ ქნას, ოდესის განვითარება გამოგივიდესო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინული ტელემაუწყებლობა NewsOne-ს ეთერში ოდესისა და ბათუმის განვითარების შესახებ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ერთ-ერთ შეხვედრაზე მას ქართული დელეგაციიდან უთხრეს, რომ "ღმერთმა არ ქნას, ოდესის გავითარება გამოგივიდეს".

"ჩემი ქვეყანა, რომელსაც ბევრად ნაკლები პოტენციალი ჰქონდა, ვიდრე უკრაინას აქვს, ბიუჯეტში 11-ჯერ გაიზარდა. როდესაც ქალაქ ბათუმს ვუყურებ და როდესაც ვხედავ ქალაქ ოდესას, რომლის აშენების საშუალებას არ მაძლევენ, თან როდესაც ვხედავ, რომ ოდესას ბათუმზე 10-ჯერ მეტი პოტენციალი აქვს… ძალიან მიყვარს ბათუმი, მაგრამ ხომ ვხედავ განსხვავებას… როდესაც ჩამოდიან ხოლმე, მეუბნებიან… იცით რა მითხრეს დღეს ქართულ დელეგაციაში? ღმერთმა არ ქნას, რომ ოდესას განვითარება გამოგივიდესო. მართლა, რადგან ეს ბათუმს ბოლოს მოუღებს", – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ ეთერში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად