სააკაშვილი: ქალის გაუპატიურება ქართველებისთვის არ არის დიდი პრობლემა, კაცის გაუპატიურება დიდი პრობლემაა

“ქალის გაუპატიურება ქართველებისთვის არ არის დიდი პრობლემა, კაცის გაუპატიურება დიდი პრობლემაა, შექმნეს მითი კაცების მასობრივ გაუპატიურებაზე”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს. 

მისი თქმით, 2012-ში გამოკითხვებით 80%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა “ხალხის თვალებში” ხედავდა, რომ არჩევნებს წააგებდა.

“ყველა ადამიანს შეუძლია დაუშვას შეცდომა… რა თქმა უნდა მე, 2012-ში არ მჭირდებოდა გამოკითხვები, გამოკითხვებში 80% მქონდა მხარდაჭერა, ვიგებდით არჩევნებს რაღაც დიდი უპირატესობით. ხალხის თვალებში ვხედავდით, რომ წაგებული გვქონდა. მე კარგად ვიცნობ ჩვენს ხალხს, დაბნეულობა და დიდი ცდუნება იყო ფულით.

რუსებმა ჩვენი ფსიქოლოგია კარგად შეისწავლეს…  ქალის გაუპატიურება ქართველებისთვის არ არის დიდი პრობლემა, კაცის გაუპატიურება დიდი პრობლემაა, შექმნეს მითი კაცების მასობრივ გაუპატიურებაზე, ბავშვი ჩაახრჩვეს ქვევრში. იცოდნენ რას ნიშნავს ადამიანებისთვის ბავშვი, ქვევრი, ღვინო. ყველაფერი ზუსტად გათვლილი ჰქონდათ”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად