სააკაშვილი: პუტინმა მითხრა, კარგს არაფერს გპირდებით, მაგრამ დანაპირებს ყოველთვის ვასრულებო

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი “Цензор.НЕТ”-თან ინტერვიუში აცხადებს.

“პუტინმა მითხრა: თქვენი დასავლელი პარტნიორები ბევრ კარგ რამეს გპირდებიან, მაგრამ არასდროს ასრულებენ ამ დაპირებებს. მე კი კარგს არასდროს არაფერს გპირდებით, მაგრამ ყოველთვის ვასრულებ დანაპირებს. იგი მუქარებით მოვაჭრეა” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილის თქმით, რაც უკრაინაში დაბრუნდა, იგი ზელენსკის პირადად არ შეხვედრია, და არც უცდია შეხვედრა, რადგან ფიქრობს, რომ მას ძალიან ბევრი საქმე აქვს “და მეც ჩემი პრობლემები მაქვს” – ამბობს სააკაშვილი.

“მე მას (ზელენსკის) შევთავაზე, რომ თუკი დილის 5 საათზე ჩემთვის დარეკვა და რჩევის კითხვა მოუნდება, დიდი სიამოვნებით გავცემ პასუხს. რეალურად ვფიქრობ, რომ მას კარგი განზრახვები აქვს. მთლიანობაში იგი, როგორც ადამიანი მომწონს. რამდენჯერმე სატელეფონო საუბარი გვქონდა. მომწონს, რასაც ეკრანზე ვხედავ. ძალიან მინდა, რომ წარმატებულიც აღმოჩნდეს. 50 წელზე მეტის ვარ და კიდევ ერთ იმედგაცრუებას ვერ გადავიტან, მართლა.” – ამბობს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...