სააკაშვილი პროკურატურას: თუ არ შეგიძლიათ აშენება, სხვას მაინც ნუ უშლით ხელს

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშილმა რენში საბორნე გადასასვლელი დაათვალიერა და ოდესელებს შეახსენა როგორ ებრძოდა პროკურატურა აქ მშენებლობას.

„როცა პროკურატურას ვებრძოდით, ისინი ხელს გვიშლიდნენ რენში ამ საბორნე გადასვლელის აშენებაში,მათ ყველა დოკუმენტაცია წაიღებს და აცხადებდნენ, რომ ამ გადასავლელის აშენება ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფო ინტერესებს. რა იყო აქ სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო? შეხედეთ ხალხი მოძრაობს, გადაადგილდება. ხალხია აქ გაჭირვებაში იყო ცუდი გზებისა და ცუდი პირობების გამო და დაბრკოლებას ქმნიდა სულ რაღაც 940 მეტრი. ხალხსა და ევროპას შორის, რომელთანაც ეს გადასასვლელი დაგვაკავშირებს, იდგა პროკურატურა. სანამ ოლქის პროკურორი არ მოაშორეს საქმეს არ ეშველა. თვითონ თუ არ შეგიძლია აშენება სხვას ნუ მაინც შეუშლიან ხელს. პირველი კონფლიქტი პროკურატურასთან სწორედ ამ გადასვლელის გამო მომივიდა. აუცილებელია რომ დროულად მოესწროს ამ გადასასვლელის აშენება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

რენში საბორნე გადასასვლელის მშენებლობა ოდესის გუბერნატორმა ოდესის ოლქის ადმინისტრაციის პირველ მდივანთან, ვლადიმერ ჟმაკთან ერთად დაათვალიერა.
საბორნე გადასასვლელის მშენებლობის გამო ოდესისი გუბერნატორს პირველი კონფლიქტი პროკურატურასთან ივნისში მოუვიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად