სააკაშვილი პოლიციელებს: არ მემეტებით ციხისთვის, მაგრამ იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ სადმე გადმოხტებით

“მინდა მივმართო უკანონო ბრძანების შემსრულებლებს, ე.წ. საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს, სპეცრაზმის წევრებს, იმ ხალხს, ვისაც საქართველოს მოქალაქეები უხდიან თავის გადასახადიდან ხელფასს, ივანიშვილი კი არ გიხდით ხელფასს, ისინი გიხდიან ხელფასს და თქვენ უნდა ემსახუროთ ქართველ ხალხს” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“ივანიშვილს, თავისი ზებრა, პინგვინები და სხვა ცხოველი უფრო მეტად უყვარს, ვიდრე თქვენ. ეჭვი მაქვს, ხალხს საერთოდ არ წაიყვანს, გარდა ოჯახის წევრებისა და აუცილებლად წაიყვანს რომელიმე საყვარელ ცხოველს.

შემდეგ  საქმის დაჭერა მოგიწევთ დამოუკიდებელ მართლმსაჯულებასთან, რადგან რასაც თქვენ აკეთებთ, ამას ჰქვია სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა ყველა ქვეყანაში. მე ნამდვილად არ მემეტებით თქვენ ციხისთვის, მაგრამ იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ სადმე გადმოხტებით, იმიტომ რომ მგონი ყველამ ჭკუა ისწავლა, ყველა შემდგომი მთავრობა იქნება ბევრად უფრო ბრძენი, მოზომილი ასეთი ხალხის უკან მიღებაში. გთხოვთ დაფიქრდით, ძალიან ცოტა დრო გრჩებათ. ივანიშვილი პრაქტიკულად ჩამოშლილია“,- აცხადებს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად