სააკაშვილი პოლიციას: დოქსოფულო, თქვენ დედები გყავთ? არ გრცხვენიათ? როგორ დაგაჩმორეს?

მინდა ვუთხრა პოლიციას: დოქსოფულო, თქვენ დედები გყავთ საერთოდ? არ გრცხვენიათ? რა ბრძანებებს ასრულებთ და როგორ დაგაჩმორეს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, გამორიცხულია, რომ ამ პოლიციამ ბოლომდე აღმართოს ხელი ქართველ ხალხზე.

“თქვენ ოდესღაც იყავით მსოფლიოს ნომერ პირველი პოლიცია. მთელი საქართველო ამაყობდა თქვენით და თქვენზე ლექციებს კითხულობდა ამერიკის სახელმწიფო მდივანი. რას დაგამსგავსათ მართლა ივანიშვილმა, სახლში რომ მიდიხართ თქვენს ცოლებს, შვილებს, მშობლებს რაზე ელაპარაკებით? რომ სახელმწიფო გადატრიალებაში ეხმარებით ივანიშვილს? ნახეთ მათი თვალები რა დაშინებულები არიან? მათი დაჩმორებული სახეები, მათი შეშინებული სიფათები ნახეთ?

გამორიცხულია, რომ ამ პოლიციამ ბოლომდე აღმართოს ხელი ქართველ ხალხზე. ნუ გეშინიათ ამათი, წინ ბოლომდე მივაწვეთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად