სააკაშვილი: ფსევდოლიბერალები, რომლებიც იძახიან უფ, რა გოიმობაა რწმენაზე ლაპარაკიო, აძლიერებენ რუსეთის აგენტებს

“ჩემი აზრით, ქართველმა ერმა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვხედავთ ბევრ ნაკლოვანებას ეკლესიის შიგნით, მიუხედავად იმისა, რომ მღვდელმთავრები არიან სხვადასხვანაირნი, ჩვენ, საზოგადოებამ უნდა დავიცვათ ჩვენი რწმენა და ჩვენი ეკლესია” – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში.

“ვინც არ უნდა ილაპარაკოს, რომ რწმენა და ეკლესია ერთი და იგივე არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული მამაოები ნამდვილად არ არის ეკლესიიის განსახიერება,  ჩვენი რწმენა და ეკლესია არის ერთიდა იგივე. საქართველოში რწმენის დასუსტება არის საქართველოს მტრის პირდაპირი ამოცანა.

ფსევდოლიბერალები პირდაპირ აძლიერებენ რუსეთის აგენტებს, იმიტომ რომ იძახიან “უფ, რა გოიმობაა ეჯლესიაზე ლაპარაკი, რწმენაზე ლაპარაკი…” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ნიკა გვარამიას კითხვაზე, “სასარგებლო იდიოტების რანგში გაგყავთ ახლა თქვენ ლიბერალები?” – სააკაშვილმა უპასუხა, რომ ის ამბობს იმას, რაც არის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად