სააკაშვილი: პოროშენკო ყირიმის ნატო-სა და ევროკავშირის წევრობაზე გაცვლას გეგმავდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის რეგიონის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2014 წელს პეტრო პოროშენკომ მას განუცხადა, რომ კიევს უნდა გამოეყენებინა იდეა, რომლითაც ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დარჩებოდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში პოროშენკოს გამარჯვების არ სჯერა და მზად არის, უკრაინაში დაბრუნდეს.
გარდა ამისა, ინტერვიუში სააკაშვილი მაიდანის მოვლენებს იხსენებს და უკრაინის პოლიტიკურ პერსპექტივებზე საუბრობს.
სააკაშვილის თქმით, მან ყირიმში მიმდინარე მოვლენები პეტრო პოროშენკოსთან განიხილა, როდესაც ნახევარკუნძულზე 2014 წლის თებერვალ-მარტში აქტიური პოლიტიკური პროცესები ვითარდებოდა.

“მე პეტრო პოროშენკოს ვესაუბრე. მან მითხრა: “მიშა, თქვენ იცით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს არასდროს დაუბრუნდება, ისევე როგორც იდეა, რომ უკრაინის შემადგენლობაში ყირიმი აღარ იქნება, მაგრამ ჩვენ ამას ევროკავშირსა და ნატოში წევრობით შევცვლით”, – გაიხსენა სააკაშვილმა პოროშენკოსთან საუბარი.
თუმცა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა ასევე აღნიშნა, რომ იგი პეტრო პოროშენკოს პოზიციას არ დაეთანხმა.
“ის პრეზიდენტი ჯერ კიდევ არ იყო, როდესაც ვუთხარი, პეტრო,- პირველი, თქვენ ამბობთ მივიღო ის ფაქტი, რომ ჩვენი ტერიტორიები საქართველოს ნაწილი არ გახდება? ის საქართველოს ნაწილი გახდება და ძალიან მალე… მეორე, ვინ გვითხრა, რომ თუ ყირიმის საკითხზე არაფერს მოვიმოქმედებთ, მაშინ ევროკავშირსა და ნატოში მიგვიღებენ? ეს იქნება მიზეზი, რომ უკრაინა არ მიიღონ, რადგან ტერიტორიული კონფლიქტი გექნებათ. მესამე – ვინ გვითხრა, რომ ყირიმში ყველაფერი გაჩერდება?”,-აღნიშნა სააკაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, პეტრო პოროშენკოს იმ დროს დონბასზე კონტროლის დაკარგვის არ სჯეროდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ კიევი ქვეყნის აღმოსავლეთში “ძლიერ პოზიციებს” ინარჩუნებდა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იმ დროს ყირიმში ისეთი ადამიანები იმყოფებოდნენ, რომლებიც აქტიური ბრძოლისთვის მზად იყვნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...