სააკაშვილი: პატრიარქზე წამოსროლილი ბრალდებების განხილვას ჩემ თავს არ ვაკადრებ

ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მეუფე პეტრს მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„მე მეუფე პეტრეს მიმართ ყოველთვის მქონდა დადებითი დამოკიდებულება, მაგრამ, მინდა გითხრათ შემდეგი რაღაცა… ძალიან მძიმეა ჩემთვის იმის ყურება და ჩემს თავს არ ვაკადრებ განვიხილო ის ბრალდებები, რომელიც იქნა წამოსროლილი საქართველოს პატრიარქის მიმართ. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 87 წლის… ღმერთმა სიცოცხლე დიდი ხნით მისცეს, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანზეა საუბარი….
ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ამის ყურება…
პატრიარქის მიმართ გამოთქმული ასეთი გამონათქვამები ვერანაირად ვერ იქნება ჩემთან დაკავშირებული, ჩემთვის ეს არის მტკივნეული და მიუღებელია…“- – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “მთავარი აქცენტებში”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად