სააკაშვილი: პარტია ”უდარის” ხელმძღვანელობაზე აზრი უკრაინელებს ვკითხე და წინააღმდეგი იყვნენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ ZIK-თან ინტერვიუში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რატომაც ვიტალი კლიჩკოს პარტიის ხელმძღვანელობაზე უარი უთხრა. როგორც სააკაშვილმა განმარტა, მას აღნიშნულ საკითხზე უკრაინელი ხალხის აზრი აინტერესებდა და მათი უმრავლესობა წინააღმდეგი აღმოჩნდა.

„როდესაც პარტია „უდარის“ ხელმძღვანელობის თაობაზე შეთავაზება მივიღე, გადავწყვიტე უკრაინელებისთვის მეკითხა, რას ფიქრობდნენ ისინი. უმრავლესობა წინააღმდეგი იყო, რადგან მათთვის კლიჩკო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პოროშენკოსთან იყო დაკავშირებული“,-განმარტა საააკშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში დაბრუნების შემდეგ მას სხვადასხვა პარტიამ თანამშრომლობა შესთავაზა.

“მე ვუპასუხე ნადეჟდა სავჩენკოს. მადლობა ნადია. ვუპასუხე სემენ სემენჩენკოს, მაგრამ როგორც ჩანს, მას პარტია რეგისტრირებული არ აქვს. ასევე გამოვეხმაურე ვიქტორ ჩუმაკს პარტია „ვალნადან“ და ვიტალი კლიჩკოს. მან ვიდეო ჩაწერა და პარტია „უდარის“ ხელმძღვანელობა შემომთავაზა”, – განაცხადა სააკაშვილმა.
პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ ვიტალი კლიჩკოსთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს.

“ვუთხარი, რომ აზრს ხალხს ვკითხავდი, რადგან რაღაც არ ვიცოდი. Facebook- ზე ვიდეო გავავრცელე და ხალხს საკუთარი მოსაზრება ვკითხე. YouTube- თან ერთად, 10 ათასი კომენტარი იყო, თუმცა მათგან მხოლოდ 200 იყო დადებითი, “- დასძინა პოლიტიკოსმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...