სააკაშვილი: “ოცნება” მოგვპარეს, სიტყვა “იმედი” გაგვიბანძეს – უნდა ვისწავლოთ კოდირების ენა

“ახლა ირმა ინაშვილმა გაგვიბანძა სიტყვა პატრიოტი”,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინაში მასთან სახლში სტუმრად მყოფ ახალგაზრდებს განუცხადა.

“სიტყვა ოცნება მოგვპარეს, სიტყვა იმედი გაგვიბანძეს, რუსთავი ორი გააბანძეს, ყველაფერი რაც გვიხაროდა, ყველაფერი გაგვიბანძეს… აღარ ვიცი რა სიტყვებით… რაღაც კოდირების ენა უნდა ვისწავლოთ, აღარ შეიძლება, კლასიკური სიტყვები ყველა მოპარულია და გაბანძებულია, ახლა ირმა ინაშვილმა გაგვიბანძა სიტყვა პატრიოტი.

პატრიოტი არის ბანძობა, იმიტომ რომ რუსები აფინანსებენ და რუსები აკეთებენ… როგორ შეიძლება საქართველოს პატრიოტი იყოს ამერიკის საელჩოსთან აქციაზე. ჩვეულებრივად, ღიად, ხელში ჩაიგდო მეხუთე კოლონამ ძალაუფლება.

მეხუთე კოლონის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდება… ეს მხოლოდ პრელუდიაა, საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმებისა, ეს არის გარდამავალი ეტაპი, პუტინი არ ენდობა არც მეხუთე კოლონას, არც ივანიშვილს და არც არავის, ეს არის პრელუდია საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმებისა” – განაცხადა მიხილ სააკაშვილმა კიევში ქართველ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად