სააკაშვილი: ორღობის, მართლა ჭორვილის, სიბანძის განსახიერების პროკურატურის ბრალდებაზე ვსაუბრობ

"ივანიშვილმა და პოროშჩენკომ რაზე მოილაპარაკეს არ ვიცი. საქმეები როგორც არის ყველამ კარგად ვიცით. მე მინდა უბრალოდ ქართველები დაუფიქრდნენ, რას ყლაპავენ და რას ითნმენენ" – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსტავი 2"-ის ეთერში.

"რაც შეეხება ჩემს ბრალდებებს, ვაცლავ ჰაველი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოღვაწე რომ გარდაიცვალა და გასვენებაში ჩავედით, მივიტანეთ გვირგვინი და ჰაველის გასვენების გვირგვინი არის ერთ-ერთი ბრალდება ამ საცოდავი, ნაცოდვილარი საქმის, რომელიც ახლა არის პროკურატურაში.

ნუ, ახლა ხატია ბუნიათიშვილის თაიგულებზე და სხვა რაღაცებზე საზოგადოება უკვე ინფორმირებულია – თაიგულს დაემატა ახლა ვაცლავ ჰაველის გვირგვინი. აი ასეთი დონის, ორღობის პროკურატურის, მართლა ჭორვილის სიბანძის განსახიერების პროკურატურის ბრალდებაზე ვსაუბრობ. ეს უკვე სასაცილოც აღარ არის. 

პოროშჩენკოც ასე ფიქრობდა ყოველთვის ჩემს მიმართ ბრალდებებზე. მაშინ ღარიბაშვილმა რომ დაურეკა და ელაპარაკა, გაუწყვიტა საუბარი, დაუკიდა ყურმილი პრაქტიკულად და არარასდროს იღებდა მათ დარეკილს, არასდროს აღარ ჰქონია მათთან ურთიერთობა. ღარიბაშვილმა დაურეკა ჩემზე და პოროშჩენკომ დაუკიდა ყურმილი.

სულ ეს იყო მათი საუბარი და მერე მითხრა, რომ ფსიქიურად დაავადებულია ეს კაციო და ყველაფერს მივხვდიო. ასე, რომ პოროშჩენკომ მშვენივრად იცის ყველაფერი" – განუცხადა "რუსთავი 2" ის ჟურნალისტს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მისი საქართველოში ექსტრადირების თემაზე კომენტარისას. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...