სააკაშვილი: ოდესაში არის პლაჟი, რომელსაც სააკაშვილის პლაჟს ეძახიან

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ჩართვისას განაცხადა.

მე და ერთი დეველოპერი, უკვე ბათუმელი ამას წინათ გადავიკვეთეთ კიევში და მითხრა, რომ თბილისში კორპუსის აშენებაზე კალაძეს გადაუხადა ფული და საერთოდ, კალაძე ფულს იღებს ყველა კორპუსიდან, ყველა სამშენებლო ნებართვიდან. მე ამას იმიტომ გიყვებით, რომ ახლა ბევრი დისკუსიაა, უნდა შერჩეთ თუ არ უნდა შერჩეთ. აქ გვერდზე არის და ახლაც ბანაობს ხალხი, პლაჟი რომელსაც ოდესელები ეძახიან სააკაშვილის პლაჟს. ეს არის ძალიან ლამაზი ადგილი, მიტაცებული ჰქონდა ერთ კიეველ მილიარდერს და როდესაც მე აქ გავხდი გუბერნატორი, მივედი ბულდოზერებით, ჩამოვხსენი ეს ღობე, გავუხსენი ხალხს, დავიწყეთ ამ პლაჟის მოწყობა და დაარქვეს სააკაშვილის პლაჟი. რამდენიმე ასეთი პლაჟი დავუბრუნე მე ოდესელებს, რომელიც მიტაცებული ჰქონდათ ადგილობრივ თუ კიეველ ოლიგარქებს.”,-ამბობს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად