სააკაშვილი NDI-ის კვლევაზე: მიკვირს რატომ არ არის მეტი განსხვავება ჩემი და ივანიშვილის პოპულარობაში

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

სააკაშვილი ამბობს, რომ უკვირს რატომ არის ასე მცირე განსხვავება NDI-ის დღეს გამოქვეყნებულ კვლევაში, მასაა და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შორის.

„როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ მე პოპულარობაში მკვეთრად გავისწარი ივანიშვილს, შეადრება არის ძალიან მარტივი.
ჩემ დროს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ, ივანიშვილის დროს გაიზარდა 0%-ით.
ჩემ დროს სიღარიბე შემცირდა 2-ჯერ, ივანიშვილის დროს გაიზარდა ორნახევარჯერ.
ჩემ დროს პენსია გაიზარდა მრავალგზის, ივანიშვილის დროს გაიზარდa დოლარებში, 0%-ით.
მე მჯერა იმისა, რომ ქართველები უნდა დაბრუნდნენ საქართველოში და ყველამ ერთად ავაშენოთ დიდი საქართველო. ივანიშვილს უნდა და მოუწოდებს, რომ ქართველები გავიდნენ საქართველოდან.
მე მჯერა, რომ საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი და მსოფლიოში წამყვანი მისია, და ივანიშვილის საქართველო არის უმნიშვნელო პატარა სოფელი.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხალხისთვის და ვაკეთებდი ყველაფერს ხალხისთვის. არაფერი წამიღია სახლში და ივანიშვილმა შემორაგვა მთელი საქართველო, და ყველაფერი მიაქვს სახლში. ხეები, ზღვა, მიწები და უამრავი სხვა ქონება, რომელიც უნდა ეკუთვნოდეს ქართველ ხალხს, მან მიისაკუთრა. ამგვარად, მე მიკვირს რატომ არ არის მეტი განსხვავება ჩვენს შორის პოპულარობაში. უბრალოდ, რა თქმა უნდა, ბოლომდე ყველა ვერ ამბობს თავის სათქმელს. მაგრამ, რა თქმა უნდა ქართველი ხალხი არის გამორკვეული და ეს გამოკითხვაც ამაზე კარგად მეტყველებს” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში.

შეგახსენებთ, NDI-ის გამოკითხულთა 26%-ს სააკაშვილის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს, ივანიშვილის მიმართ 17%-ს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად