სააკაშვილი: “ნაცმოძრაობის” ხელისუფლების ცხრა წლიან პერიოდს, შესაძლოა “ოქროს ეპოქა” ეწოდოს

ხელისუფლების სათავეში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფნის 9 წლიან პერიოდს შეიძლება “ოქროს ეპოქა” ეწოდოს,”- ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში, მისი წიგნის “ძალის გამოღვიძება” პრეზენტაციის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, წიგნში საუბარია იმ დეტალებზე, თუ როგორ აღმოჩნდა საქართველო მსოფლიო პროცესების შუაგულში და მან საზოგადოებას მისი წიგნის წაკითხვისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, ზუგდიდში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წიგნის “ძალის გამოღვიძება” პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას მხარდამჭერებთან და პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად, ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი და გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკოლოზ მაჭუტაძე დაესწრნენ.
შეკრებილებს სიტყვით სკაიპის საშუალებით მიმართა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც მხარდამჭერები შეძახილებით – “მიშა გელოდებით” შეხვდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად