სააკაშვილი: მზად ვარ, ახალგაზრდებს ხიდად გავედო და გადაიარონ ჩემზე

მე მაგალითად, არცერთი თანამდებობა არ მინდა ჩემთვის”,- ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ FACEBOOK გვერდზე, ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

“ფანტასტიური ახალგაზრდები მოდიან, მე ვიცი რომ ფანტასტიურები არიან და მე მზად ვარ, რომ მათ ხიდად გავედო და გადაიარონ ჩემზე. მე მზადა ვარ მათ მივცე ყველა სესაძლებლობა გავიდნენ წინ და ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. ახლა აღარ არის ჩხუბის და არეულობს დროს.”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა თავის ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, ძალა ერთობაშია…

“მეც მაქვს ემოციები და პრეტენზიები ზოგიერთის მიმართ, მაგრამ მეგობრებო, თუ ღიად გაყიდულები და მიყიდულები არ ხართ, მინდა იცოდეთ, რომ ძალა ერთობაშია. ჩვენ შარშან პრეზოდენტობის ერთი კანდიდატი რომ დაგვეყენებინა პირველ ტურში, დღეს სულ სხვა პრეზიდენტი გვეყოლებოდა” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

” მთელი პოლიტიკური სპექტრის 80% არის ძირითადად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ასევე ბიძინა ივანიშვილი და მისი ჯგუფი. თუ შენ ამბობ, რომ დანარჩენ 20-25%-ს კრიფავ, ისინი უნდა შევიდნენ გაერთიანებაში ან ერთთან ან მეორესთან. სხვანაირად მოგება მათემატიკურად არის შეუძლებელი.

როცა ამბობთ, რომ არ მიდიხართ “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაწევთ გევრდზე, თქვენ შანსს აძლევთ ბიძინა ივანიშვილს. ძალა ერთობაშია! უნდა დავდოთ გვერდზე ჩვენი ამბიციები. ისე გამოიყურება რომ ხალხი ფიქრობს სკამებზე. ეს ასე არ არის. მე მაგალითად, არცერთი თანამდებობა არ მინდა ჩემთვის, არც არაფორმალური მართველობა. არაფორმალურ მართველობას სჭირდება ფული, რაც მე არ მაქვს. სჭირდება ფეოდალური მენტალიტეტი -მე ფეოდალად ნამდვილად ვერ გამოვდგები”,- ამბობს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად