სააკაშვილი: მინდა ვუთხრა შეშინებულ ივანიშვილს, ბორია აუცილებლად ჩამოგაკითხავ საქართველოში!

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "კურიერთან" Skyepe-ით ჩართვისას განაცხადა.

„განხორციელდა ზარი ჩვენს საერთო ნაცნობთან, მნიშვნელოვან ბიზნესმენთან ამერიკაში და დეტალებში მომიყვა ეს კაცი, ისტერიკაში ყვიროდა ყურმილში, თუ სააკაშვილი აქ ჩამოვა, იმ იმედით, რომ გადმომცემდა, რა თქმა უნდა, ასე ვუზამთ, ისე ვუზამთ, დავიჭერთ, ყოფას ვუტირებთ. მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის დაშინებული, აკანკალებული კაცის რეაქცია, ლაჩრის რეაქცია. როგორც ბრონის შუშის ქვეშ იმალებოდა 2012 წელს, ახლა არის ათჯერ უფრო შეშინებული, ვიდრე ოდესმე იყო წინა წლებში. საზოგადოებამ უნდა დაინახოს თავის ძალა, ეს არის საზოგადოების რეაქციის შედეგი, რომ ივანიშვილი არის შეშინებული. ამიტომ მინდა ვუთხრა ბორიას, მას ბორიათ იცნობენ, ბორია აუცილებლად ჩამოგაკითხავ საქართველოში,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად