სააკაშვილი: მინდა ქართველები ყველაზე მაგარი ტიპები ვიყოთ, ახლა ძაან გაბანძებულები ვართ

“მე ძალიან თავმომწონე ვარ. მინდა რომ ყველაზე მაგარი ტიპები ვიყოთ მსოფლიოში.”,-ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ოდესაში ქართველ ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

“მე პიროვნულად ნამდვილი ქართველი ვარ. დნმ-ის ტესტი ჩავიტარე, თქვეს რომ 97% ქართველი ვარ და 3% ბერძენი. ქართველები საშინლად ტრაბახა ხალხი ვართ, თავმომწონეები. ბერძნები კი სამჯერ მეტად.

მე ძალიან თავმომწონე ვარ. მინდა რომ ყველაზე მაგარი ტიპები ვიყოთ მსოფლიოში. რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ. ეს ასეა, რა ვქნა. ოღონდ ახლა ძაან გაბანძებულები ვართ, დროებით!”,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად