A1 ბანერი

სააკაშვილი: მესმის, რომ სადღაც ვაკეში “ქოცებმა” მეტი ხმა აიღეს, მაგრამ სამეგრელოში?!

„სამეგრელოში სალომე ზურაბიშვილზე უფრო მეტი ხმა დაიწერეს, ვიდრე გრიგოლ ვაშაძეზე – მართლა?! სამეგრელოში უფრო მეტი ხმა აიღეს „ქოცებმა“, ვიდრე ჩვენ? არ გრცხვენიათ? ეს ხომ არის ნამდვილი გაუპატიურების მცდელობა, მათ შორის მაგალითად, სამეგრელოს საზოგადოების.” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა თავისი ჩართვისას “ფეისბუქზე”.

“მესმის, რომ სადღაც ვაკეში, უფრო მეტი ხმა აეღო, მაგრამ სამეგრელოში? იმის დაწერა, რომ იქ მოიგეს, ეს არის სულში ჩაფურთხება თითოეული სამეგრელოს შვილის” – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილისთვის პრეზიდენტად არჩევა პოსტსაბჭოთა ლიდერების გარდა არც ერთ სახელმწიფო მეთაურს არ მიულოცია.

„პრაქტიკულად, გარდა პოსტსაბჭოთა ლიდერებისა, ნუ მაკრონიც გასაგებია, სახელმწიფო ლიდერის დონეზე არც ერთი მოლოცვა არ არის. ეს ხომ იმას აჩვენებს, რომ ელოდებიან, ხალხი რა რეაქციას მოახდენს, არის თუ არა ხალხი მზად, თავისი უფლებები დაიცვას, თორემ ძალიან ბევრი ხალხებია მსოფლიოში, რომლებიც თავიანთი უფლებებისთვის არ იბრძვიან “ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...