სააკაშვილი: მერაბიშვილის მიმართ დიდი პატივისცემა მაქვს, 7 წელი სრულიად უსამართლო სასჯელი მოიხადა

 ამის შესახებ  საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა.

„მე ვანო მერაბიშვილის მიმართ დიდი პატივისცემა მაქვს იმიტომ, რომ 7 წელი სრულიად უსამართლო სასჯელი მოიხადა. ერთი განცხადება რომ დაეწერა და ჩემზე რამე ეთქვა მას სხვანაირად მოექცეოდნენ. აქ იყო ჩამოსული და მადლობა რომ გადავუხადე ტყუილად მეუბნები მადლობას ეს შენი გულისთვის კი არა საკუთარი თავის გულისთვის გავაკეთეო, რადგან საკუთარ თავს სარკეში ვერ ჩავხედავდიო. ძალიან ვაჟკაცურად მოიქცა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად