სააკაშვილი: მე ვასწავლი ივანიშვილს სად იშოვება სადეზინფექციო საშუალებები, საკმარისი ფული აქვს, ჩამოიტანოს და დაარიგოს უფასოდ

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

„რაც შეეხება სადეზინფექციო და დამცავი საშულებების დარიგებას საქართველოს მასშტაბით. უკვე რამდენიმე დღეა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა ამერიკელი ქართველების დახმარებით და ახლგაზრდა, მართლა ძალიან თავდადებული მოხალისეების მონაწილეობით არიგებს თბილისში, მარნეულში, რუსთავში, ზუგდიდში, ქუთაისში დ თელავში და სხვა დასახლებულ პუნქტებში ამ საშულებებს.
ბევრგან სახლში მიაქვთ, პოლიციამ თითქმის ყველგან ძალინ მაგრა იმუშავა და ხალხი იცავ უსაფრთოხების დისტანციას.
ზუგდიდში მოვიდა იმაზე მეტი ხალხი ვიდრე მოსალოდნელი იყო და როგორც ჩანს პოლიციამ ისე ვერ იმუშავა როგორც იმუშავა წინა დღეებში. და, ამაზე ატყდა ერთი ამბავი ხელისუფლების მხრიდან, რომ ბიბლიოთეკამ დაარღვია უსაფრთოხების წესები.
მეგობრებო, რამდენიმე დღის წინ მე ჩემს საჯარო მიმართვაში, რომელსაც აქვს მრავალი ასეულ თასი ნახვა „ფეისბუქზე“ და ნაჩვენები იქნა საქათველოს სხვადასხვა არხზე, მოგიწოდეთ ხელისფლებას რომ ჩვენ გვაქვს ეს დამცავი საშუალებები ბიბლიოთეკაში და შემოგთავაზეთ, მოსულიყავით, წაგეღოთ და თქვენ დაგერიგებინათ ხალხისთვის. რატომ არ მოხვედი და რატომ არ წაიღეთ?! ჩვენ რას გვადანაშაულებთ?“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. აქ არ არის საკითხი „ნაცი“ და „ქოცი“. თქვენი უფროსი ივანიშვილი ჩამძვრალია „ბუნკერში“ და თავის ოჯახის წევრებსაც არ ეკონტაქტება. რამდენიმე ათეული ათასი, რომელსაც ჩვენ ვარიგებთ არაფრისთვის საკმარისი არ იქნება. საქართველოს სჭირდება რამდენიმე მილიონი ასეთი დამცავი პაკეტი, ხალხს ისინი სჭირდება და ეს თქვენი გასაკეთებელი საქმეა. ჩვენ ნუ გვიდგახართ ჯიბრში და კრიჭაში, ჩვენ ნუ გვაკრიტიკებთ, მოკიდეთ ხელი და თქვენ გააკეთეთ. თუ გინდათ მე ვასწავლი ივანიშვილს სად იშოვება და საკმარისი ფული აქვს რომ ჩამოიტანოს და საქართველოს ყველა მაცხოვრებელს დაურიგოს უფასოდ.
შემოგთავაზეთ და არ წაიღეთ, მოხალისეები აკეთებენ, იქით ადანაშაულებთ. ჩვენი გასაკეთბელი საქმეა. ყველაფერში დაგეხმარებით და არაფერში არანაირი ქულების დაწერას არ ვითხოვთ და მადლობას თქვენგან არ ვითხოვთ. იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი ხალხი დავიცვათ, ეს არის დღეს მთავარი ამოცანა” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში.

შეგახსენებთ, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებმა, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ზუგდიდში, ათეულობით ადამიანი შეკრიბეს, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო საშუალებებს არიგებდნენ. თუმცა, შეკრებილ ხალხს შორის არ იყო დაცული დისტანცია, რომელიც რეკომენდაციით არის გათვალისწინებული.

ცნობისთვის, ასევე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დროს, იკრძალება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად