სააკაშვილი: მე თითოეული თქვენგანის აზრი მაინტერესებს, განსაკუთრებით კრიტიკული

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშივილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომლის მეშეობითაც ამომრჩეველს თხოვს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარონ ამა თუ იმ საკითხზე. სააკაშვილის თქმით, მას აინტერესებს შეხედულებები იმაზე თუ როგორ უნდა მოხდეს ერთიანი სახელმწიფოს შექმნა, როგორ უნდა შევძლოთ წარსულის პრობლემების გადალახვა.

"წინა კვირებში რამდენიმე ვიდეოს მეშვეობით გაგიზიარეთ ჩემი ხედვა, რეგიონებს გავუზიარე ჩემი ხედვა, რეგიონის კონკრეტულ პირობებზე, კონკრეტულ საკითხებზე, კონკრეტულ ამოცანებზე, მაგრამ ამ რეგიონებთან მიმართებაში. ახლა მე მინდა გთხოვოთ სხვა რამ, თქვენ მოისმინეთ ჩემი აზრები, მაგრამ მე ყველაზე მეტად მაინტერესებს თქვენი აზრები, მე მაინტერესებს თქვენი შეხედულებები იმაზე თუ როგორ უნდა შევძლოთ  ერთიანი სახელმწიფოს შექმნა, როგორ უნდა შევძლოთ წარსულის პრობლემების გადალახვა.

სახელმწიფოს მშენებლობას რა თქმა უნდა ბევრი ხარვეზი ახლდა თან, ბევრი არასასურველი პროცესი ბევრი გადახდა, მაგრამ ახლა იმაზე უნდა ვილაპარაკოთ  მომავალში როგორ გავაკეთოთ უკეთესად, როგორ გადავლახოთ სიძნელეები, როგორ შევძლოთ ყველაფრის სხვანაირად და კიდევ უფრო უკეთესად გაკეთება და კიდევ უფრო ჩქარა მოძრაობა და პრობლემების გვერდზე მოტოვება.

მე მინტერესებს თითოეული სტუდენტის, მოსწავლის, მასწავლებლის, ექიმის, ფერმერის, ქალაქის და სოფლის მკვიდრის, მე მაინტერესებს თითოეული თქვენგანის მოსაზრება და თითოეული თქვენგანის ძალიან კრიტიკული შეხედულება, განსაკუთრებით კრიტიკული შეხედულებები, იმიტომ რომ მინდა რომ ყველამ ერთად გავიაროთ როგორ უნდა ვიმოძრაოთ წინ და უკეთესი მომავლისკენ, ახლა უკვე ადგილზე ტკეპნის დრო ნამდვილად არაა. მე შევხვდი ჩემს მეგობრებს, ამერიკაში, კალიფორნიაში, რა თქმა უნდა ვუსმენთ ერთმანეთს, და ერთი და იმავე აზრია, რომ ჩვენ ყველას გვინდა, ჩვენს ქვეყანაში უკეთესი რეალობის შექმნა, რათა ადამიანებს არ მოუხდეთ წამოსვლა, რათა ადამიანებს დაედგომოდეთ იქ და არ ეშინოდეთ ხვალინდელი დღის, მაგრამ ამისთვის თქვენი აზრი უნდა იყოს გადამწყვეტი", – მიმართა სააკაშვილმა საზოგადოებას. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...