A1 ბანერი

სააკაშვილი: მარგველაშვილი არარაობაა, მან ყველას თავი კარტოფილით და წინდების ქსოვით დაამახსოვრა

ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-Live-ს დროს განაცხადა.

“ემიგრანტებში არჩევნები მოვიგეთ 2/1-ზე, იმიტომ იქ არ გაჭრა მოსყიდვამ, დაშინებამ… რა ემიგრანტები უცხო პლანეტელები არიან?! ეს ხალხი ინახავს რეალურად საქართველოს. ეს ასახავს საქართველოში არსებულ განწყობებს. სხვათა შორის 2012-შიც და 2013-შიც ჩვენ უცხოეთში არჩევნები წავაგეთ.

მარგველაშვილი სრული არარაობაა, ცარიელი ადგილი, კაცი რომელმაც ყველას თავი დაამახსოვრა კარტოფილით და წინდების ქსოვით. მაგრამ ხომ არასდროს მითქვამს, რომ ის არ იყო პრეზიდენტი. თუმცა, სრული არარაობა და სირცხვილი იყო. ეს ქალი [სალომე ზურაბიშვილი] არ არის პრეზიდენტი, იმიტომ რომ არჩევნები მოიპარეს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...