სააკაშვილი: ხელისუფლებას უნდა არეულობა, ქაოსი, სხვანაირად მათ შანსი არ აქვთ, ეს არის რუსული ტექნოლოგია ხელისუფლების შენარჩუნების

ამის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:

“მათმა მთავარმა იდეოლოგმა, ლაშა ნაცვლიშვილმა ერთა-ერთმა ზნედაცულმა ადამიანმა, რომელიც შობა საქართველოს უახლოესმა ისტორიამ, თქვა ასეთი რამ “წილი ნაყარია”. ეს სიტყვები თქვა კეისარმა, რუბიკომის გადალახვის შემდეგ და ეს რას ნიშნავს… მათ გადალახეს ის ზღვარი, რომლის იქითაც გადასვლა აღარ მოსულა, მათ გამოუცხადეს სამოქალაქო ომი ქართულ საზოგადოებას.

მათ უნდათ არეულობა, მათ უნდათ ქაოსი, სხვანაირად მათ შანსი არ აქვთ. ეს არის რუსული ტექნოლოგია ხელისუფლების შენარჩუნების.ივანიშვილს ეზიზღება ქართველი ხალხი, ამიტომ ის ხედავს ერთადერთ გამოსავალს, ან დააჩმოროს ბოლომდე, ან გაყაროს ქვეყნიდან”,- განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...