სააკაშვილი: კორონამ ჩაანაცვლა ივანიშვილი, კორონაა საქართველოს № 1 მტერი

” ყველა უნდა გავვერთიანდეთ ამ მტერთან საბრძოლვევლად”-ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, დღეს საქართველოს № 1 მტერი არა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, არამედ კორონავირუსია.

“დღეს ჩვენი ნომერ პირველი მტერი არის არაა ბიძინა ივანიშვილი, არამედ დღეს კორონამ ჩაანაცვლა. კორონა არის საქართველოს მტერი, ამიტომ ყველა უნდა გავვერთიანდეთ ამ მტერთან საბრძოლვევლად.

რაც მოპარული იქნა ფული ქეშად უნდა ამოიღონ. მანდ რომ ვიყო მანდ, ვიცი ვისაც ამოვაღებინებდი კონკრეტულ ადამიანს და ჩავადებინებდი ლარის გამყარებაში და ხალხის დახმარებაში. ამის შესაძლებლობა მე არ მაქვს.”-ამბობს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად