სააკაშვილი: კობა დავითაშვილის ცემის ფაქტის შემდეგ მე გადავდექი პრეზიდენტობიდან

“არცერთი პოლიტიკური ლიდერი ჩემი პრეზიდენტობის დროს არ ყოფილა ციხეში” – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტვ პირველთან.

ამ განცხადებაზე გადაცემის წამყვანმა მას შეახსენა, რომ ოპონენტებთან ბრძოლის სხვა მეთოდები ჰქონდა. მაგალითად ვალერი გელაშვილისა და კობა დავითაშვილის ცემის ფაქტები, ასევე ირაკლი ოქრუაშვილიც იყო დაჭერილი რაღაც პერიოდი.

“ოქრუაშვილი გაშვებული იყო ზუსტად 24 საათში. გელაშვილის ცემასთან მე ზუსტად ისეთივე კავშირი მაქვს, როგორც თქვენ. კობა დავითაშვილის ფაქტის შემდეგ მე გადავდექი პრეზიდენტობიდან.” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად