სააკაშვილი: ხვალიდან ჩვენ ვიწყებთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას!

მიხეილ სააკაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლებს ხმების დაცვისკენ მოუწოდებს.

“ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგები დადგება და იმედია, რომ შედეგი მაინც იქნება, ჩვენ გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობის მოძრაობაზე, მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას, დადგეს ხალხის მხარეს, მე მოვუწოდებ შეირაღებულ ძალებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები, მე მოვუწოდებ სახელმწიფო აპარატის ჯანსაღ ნაწილს, გაემიჯნოს კრიმინალურ-მაფიოზურ ბანდას, რომელიც დაეპატრონა საქართველოს.

ხვალინდელი დღიდან ჩვენ ვიწყებთ მასობრივ ქმედებებს საქართველოს მასშტაბით, სამოქალაქო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის, ივანიშვილის მიუღებლობის და ივანიშვილის ხელისუფლების დასრულების საქართველოში,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Edison research-ის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 17:00 საათის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს ამომრჩევლის 55%, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 45% უჭერს მხარს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...