სააკაშვილი: ხელისუფლების მშვიდობიანად გადმოცემა მე შემეძლო, ივანიშვილი არაფრის გადმოცემას არ აპირებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ხელისუფლების მშვიდობიანად გადმოცემა მას შეეძლო, თუმცა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან წასვლას არ გეგმავს. სააკაშვილი არჩევნების დასაცავად მხარდამჭერებს ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდებს.

“იმისთვის, რომ ჩვენ ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები საქართველოს რომელიმე ცალკე აღებულ პუნქტში, ან ქვეყნის მასშტაბით, ერთადერთი ამის მეთოდი არის ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის მოშორება. მეტი გზა მეგობრებო, არჩევნების ჩატარების, ფიზიკურად და თეორიულადაც არ არსებობს. ჯერ შორდება ივანიშვილი და მერე არის არჩევნები. ივანიშვილი და არჩევნები ერთად საქართველოში არის შეუთავსებელი. ეს მე შემეძლო გადმომეცა ხელისუფლება მშვიდობიანად, ეს კაცი არაფრის გადმოცემას არ აპირებს არცერთი ფორმით, სოფლის დონეზეც კი.

ამიტომ, მე მთლიანად მხარს ვუჭერ და ვუერთდები დღეს სანდრას მოწოდებას, ახლა ჩვენ გვჭირდება ხარსიხობრივად საერთოდ სხვა რაღაც. ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ, ეს აღარ არის გასული წლის ნოემბერი, როდესაც მივიღეთ, რაც იყო, ცოტა ვიბუზღუნეთ და შემდეგ დავიშალეთ. ვერ ეღირსებიან!

ბრძოლა გამარჯვებამდე, მე არ გავჩერდები არცერთი წამით, სანამ ივანიშვილს საქართველოს მმართველობას არ ჩამოვაშორებთ. მე ვუჭერ მხარს სანდრას მოწოდებას, გავიდეს და მოიაროს თითოეული უბანი, თითოეული ქუჩა, თითეული სოფელი, მიხვიდეთ უკლებლივ ყველგან, სადაც კიდევ დარჩა ხალხი, რადგან ისინი მასობრივად გარბიან”,-აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...