სააკაშვილი “ქართულ ოცნებაზე”: მათი დიდი ფანი არ ვარ, მაგრამ ძირითადად ზომები, რაც მიიღეს სწორია

” მე როდის ავტეხე ამბავი, ჩინეთი უნდა ჩაგვეკეტა, ირანის ჩაკეტვაზეც ბევრი ვისაუბრე”-საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები ძირითადად სწორია.

სააკაშვილის თქმით, საქართველო ბევრ ქვეყანაზე, მათ შორის უკრაინაზე უკეთ მომზადებული დახვდა ამ ვირუსს.

“მე ამათი დიდი ფანი არ ვარ, მაგრამ ძირითადად ზომები, რაც მიიღეს სწორია. სხვა საკითხია ეს ზომები რომ უნდა მიღებულიყო ადრე, მე როდის ავტეხე ამბავი, ჩინეთი უნდა ჩაგვეკეტა, ირანის ჩაკეტვაზეც ბევრი ვისაუბრე. ვიღაც ბრიყვებმა გამომაცხადეს ქსნოფოად, ფაშისტად, რასისტად. მერე აღმოჩნდა რომ მთელი მსოფლიო ასე იქცევა და სწორი აღმოვჩნდი”-ამბობს სააკაშვილი.

მისივე თქმით, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის რუსეთთან მიმოსვლის აკრძალვა, დაგვიანებულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად