სააკაშვილი: ხაზარაძემ და საბანკო მევახშეურმა მაფიამ, საქართველო აქცია დიდი დავალიანების ქვეყნად

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი “თი ბი სი” ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ “ეს არის ის ხალხი, ვისაც ყოველ წელიწადს საქართველოს ბიუჯეტიდან, ხალხის ჯიბიდან მიაქვს 237 მილიონი ლარი სახელმწიფო ვალის საურავების მომსახურებაზე, ე.ი. თითოეულ ქართველს ართმევენ ამდენ ფულს”.

„6 წლის თავზე წარუმატებელი და ძალიან მავნებელი ხელისუფლების შეცვლა არჩევნებით, ეს რევანშიზმი კი არ არის, ეს არის დემოკრატიის ზეიმი და ქართველი ერის მიერ საკუთარი ღირსების დაცვა, ხოლო ხაზარაძე, რომელიც ივანიშვილმა ჩართო თავის პიარკამპანიაში და აშანტაჟებს ქართველ ხალხს დესტაბილიზაციით, არის ნაწილი ივანიშვილის მძარცველობის სქემის, საქართველოში სამი ბანკი, მათ შორის თიბისი, აკონტროლებს საბანკო აქტივების 90 პროცენტს, არის სრული მონოპოლისტი. ეს არის ის ხალხი, ვინც ყოველდღიურად ძარცვას საქართველოს, მათ ერთი მილიონი გააკოტრეს და გაატყავეს მევახშეური ქმედებებით. როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება საქართველოში, საქართველო სასამართლოს რეფორმების გზით, დამოუკიდებელი პროკურორის დანიშვნის გზით, დაცული იქნება თითოეული ბიზნესი, დაცული იქნება ყველა მესაკუთრის უფლება. სწორედ ის და უჩა მამაცაშვილი, ივანიშვილთან ერთად ატერორებდა და ძარცვავდა ომეგა ჯგუფს და ბატონ ოქუაშვილს, ისევე როგორც უამრავ სხვა ბიზნესს, სადაც მოიპოვეს ინფორმაცია მათი საბანკო ანგარიშების მეშვეობით, შემდეგ მოუჭირეს ხელი, გააკოტრეს, გაანადგურეს და ჩაიდეს ჯიბეში. ეს არის ხალხი, ვინც საზოგადოების 67% დააკაბალა წარმოუდგენელი საურავებით და პროცენტებით, ეს არის ის ხალხი, ეს არის ის ხაზარაძე და საბანკო მევახშეური მაფია, რომელმაც საქართველო აქციად ერთ-ერთი ყველაზე დიდი დავალიანების ქვეყნად, დიდი სიღარიბის ფონზე, ეს არის ის ხალხი, ვისაც ყოველ წელიწადს საქართველოს ბიუჯეტიდან, ხალხის ჯიბიდან მიაქვს 237 მილიონი ლარი სახელმწიფო ვალის საურავების მომსახურებაზე, ე.ი. თითოეულ ქართველს ართმევენ ამდენ ფულს. ამათ ეშინიათ, რომ ივანიშვილის მოშორებასთან ერთად, ისინი ვერ გაძარცვავენ ძველებურად ქართველ ხალხს, მათ ეშინიათ, რომ ეს ბაირამობა თითოეული ქართველის გაღატაკების, გაუბედურების ხარჯზე აღარ გაგრძელდება,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განცხადება გაავრცელა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შეაფასა. მისი თქმით, ქვეყანა რევანშიზმის საფრთხის წინაშე დგას, რომელსაც შეუძლია საქართველოს განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აპირებს მიმართოს ლონდონის ბირჟას, რათა მამუკა ხაზარაძეს წინააღმდეგ ფინანსური სანქციები განახორციელოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...