მიხეილ სააკაშვილი: ერთადერთი გამოსავალია, ხალხმა ჩაკეტოს „ოცნების“ მთავრობა და ამოისუნთქოს შვებით (ვიდეო)

ერთადერთი გამოსავალია, რომ ხალხმა ჩაკეტოს ეს ოცნების მთავრობა და ამოისუნთქოს შვებით. მერე პარალელურად ვირუსსაც დავამარცხებთ და წელშიც გავიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თავის ვიდეო მიმართვაში აცხადებს, რომელსაც Facebook გვერდზე აქვეყნებს.

“მთავრობის მიერ გამოცხადებულ ლოქდაუნთან დაკავშირებით: სრულიად აბსურდული, არალოგიკური და რა თქმა უნდა, თავისი ტყავის გადარჩენისთვის გაკეთებული გადაწყვეტილება.

მოიცა, სილამაზის სალონებს არ კეტავთ? არც უნდა დაკეტოთ? და კეტავთ დიდ სავაჭრო ცენტრებს. რანაირად არის სილამაზის სალონი უფრო უსაფრთხო, ვიდრე დიდი სავაჭრო ცენტრი? როგორ არის, რომ 24-ში ისევ გაიღება? ესეიგი ახალ წელზე, არდადეგებზე მიდის ვირუსი სადმე, რამე საგზური აქვს აღებული?

და ის 10 მილიარდი სად წავიდა? ის 10 მილიარდი სად წავიდა რომელიც თქვენ აიღეთ?! ეს კაპიკები რომელსაც ხალხს უგდებთ, ეს არის 10 მილიარდის ხარჯვა?!

ერთადერთი გამოსავალია, რომ ხალხმა ჩაკეტოს ეს ოცნების მთავრობა და ამოისუნთქოს შვებით. მერე პარალელურად ვირუსსაც დავამარცხებთ და წელშიც გავიმართებით”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად