სააკაშვილი: “კანონიერ ქურდს” დაავალეს ჩემი შეჩერება, თქვენ ეტყობა ცუდად იცნობთ სააკაშვილს! (ვიდეო)

“ამ ხალხს მე ვერ ვუღალატებ. ამ ხალხს მე ქუჩაში ვერ დავტოვებ, ამ ხალხს მე ვერ გავემიჯნები და ამ ხალხზე უარს ვერ ვიტყვი იმის გამო, რომ ვიღაცა ოლიგარქმა დაავალა ვიღაც ქურდს და ისინი რაღაცას აპირებენ და გააკეთეს კიდევაც. მე არ დავიხევ არასდროს უკან. თქვენ ეტყობა ცუდად იცნობთ სააკაშვილს!” – – ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სააკაშვილმა ათენში, ემიგრანტებთან შეხვერაზე

“მე მითხრეს, რომ შემოგიყვანთ უკანა შესასვლელით, უსაფრთხოდ, დაცულად, საბერძნეთის პოლიციაა მობილიზებული. დაგხვდნენ აეროპორტში. გვითხრეს – ჩვენ უსაფრთხოდ შეგიყვანთ და უსაფრთხოდ გაგიყვანთ, იმიტომ რომ გარეთ მზადდება პროვოკაცია.
მე ვუთხარი შემდეგი რაღაცა – თავიდან ვუთხარიმ კი ბატონო, შევიდეთ როგორც მეტყვით, მაგრამ, როდესაც მოვედი და დავინახეთ გარეთ ეს თვალებანთებული ხალხი, სიყვარულით აღსავსე თვალებით, მე ვთქვი რომ ამ ხალხს მე ვერ ვუღალატებ, ამ ხალხს მე ქუჩაში ვერ დავტოვებ, ამ ხალხს მე ვერ გავემიჯნები და ამ ხალხზე უარს ვერ ვიტყვი იმის გამო, რომ ვიღაცა ოლიგარქმა დაავალა ვიღაც ქურდს და ისინი რაღაცას აპირებენ და გააკეთეს კიდევაც… მე არ დავიხევ არასდროს უკან! თქვენ ეტყობა ცუდად იცნობთ სააკაშვილს!“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად