სააკაშვილი ივანიშვილზე: ყველაფერი გააბაიბურა, ფეხქვეშ გათელა ჩვენი რწმენა

ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საქართველოს ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს.

“ყველაფერი არის ოლიგარქ ივანიშვილის შეგნებული პოლიტიკის პირდაპირი შედეგი.

სწორედ მან გათელა ფეხქვეშ ჩვენი ღირებულებები, ჩვენი რწმენა, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები. ყველაფერი გააბაიბურა, ხალხი ერთმანეთს დააპირისპირა და მართავს შუღლით და ამის ფონზე, ძარცვავს და ანადგურებს საქართველოს.

მისთვის ძალიან მნიშვენლოვანია, რომ საქართველოში აღარ დარჩნენ ნამდვილი გმირები, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ამოსვაროს ლაფში და ტალახში, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რწმენა დასუსტდეს.

ამიტომ დღეს სახელმწოფოებრივი მნიშვნელობის და ქვეყნის გადარჩენის ამოცანაა მხოლოდ ერთი და ერთადერთი გამოსავალი: ოლიგარქის ჩამოშორება ხელისუფლებისგან და ეს არის საქართველოს გადარჩენის ერთადერთი რეცეპტი – მაშინ ამოისუნთქებს საქართველო, მაშინ ჩამოიბერტყავს ამ ჭუჭყს, ამ წყვდიადს. საქართველოში აუცილებლად უნდა გათენდეს!“ – განაცხადა სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად