სააკაშვილი: ივანიშვილს ვთხოვე დაგვხმარებოდა, ამ კაცმა 2-3 წელი გვატყუა და კაპიკი არ გაიღო

"როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა "ქართული ოცნებისთვის" არჩევნების წინ განათლება პრიორიტეტული?" – ამ კითხვით მიმართა "კურიერის" წამყვანმა ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც გადაცემაში წარადგინა, როგრც ტექნოლოგიური უნვერსიტეტის მშენებლობის იდეის ავტორი.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ წლების წინ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასაშენებლად ფული ბიძინა ივანიშვილს თხოვა:

"მე მინდა ავხსნა, საიდან გაუჩნდა ივანიშვილის საერთოდ ამ უნივერსიტეტის იდეა. საქმე იმაშია, რომ მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საქართველოს ჭირდებოდა კარგი, განვითარებული თანამედროვე ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. მე ეს იდეა გამიჩნდა როდესაც დავდიოდო არაბულ ქვეყნებში, ემირატებში. ახლა იმათ ბევრი ფული აქვთ, მაგრამ ყოველთვის შურდათ თეთრი შურით, რომ მათი სტუდენტები ამერიკაში ჩაუსვლელად დადიან მისივე ქვეყანაში ამერიკული დონის კარგ ქვეყანაში. ამიტომ, მე მაშინ მივმართე ივანიშვილს თხოვნით, მაში ფული არ გვქონდა საერთოდ, რომ დაგვხმარებოდა უნივერსიტეტის მშენებლობაში. ამ კაცმა 2-3 წელი გვატყუა პირდაპირ რომ ვთქვათ, რაღაც პროექტები დაგვიხატა, ხან რას ამბობდა, ხან რას და ბოლოს კაპიკი არ გაიღო ამ უნივერსიტეტისთვის.

ბოლოს, კიდევ კარგი ამერიკელები შეგვეხიდნენდა ამერიკის მთავრობამ გამოყო 150 მილიონი დოლარი, ჰილარი კლინტონი დამეხმარა ძალიან და ჩვენ თვითონ ავაშენეთ, სადღაც 150 დოლარი გვქონდა გადადებული და 300 მილიონი დოლარი საკმარისზე მეტია მაღალი დონის უნივერსიტეტის გასაკეთებლად. ჩვენ გავაკეთეთ კონსორციუმი 4 წამყვანი უნივერსიტეტის, კახა ბენდუქიძეც მონაწილეობდა და პრაქტიკულად, 2013 წელს უნდა გამოშვებულიყო პირველი სტუდენტები ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში" – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ეს უნივერსიტეტი "ქართულმა ოცნებამ გააჩერა ეს უნივერსიტეტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად