სააკაშვილი: ივანიშვილს უნდა საქართველო ნარკოჰაბად და ნარკოკარტელის ქვეყნად აქციოს

„ეს არ არის ჩემი მიმართვა, მე მინდა მოგიყვეთ უბრალოდ ერთი ამბავი. გუშინ ბიძინა ივანიშვილმა შეკრიბა ოცნების პოლიტიკური საბჭო და წევრები მოელოდნენ, რომ ივანიშვილი ილაპარაკებდა სალომე ზურაბიშვილზე, მაგრამ ის პირდაპირ გადავიდა საქმეზე. მან მოუწოდა თავის პარტიას, მხარი დაუჭირონ კანონს, რომლის მიხედვითაც, საქართველო ხდება მარიხუანის მწარმოებელი ქვეყანა და მარიხუანა ხდება საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტი,“ – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა და იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველო მარიხუანას ექსპორტს სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით გეგმავს.

"რას ვამბობდი, რამდენი ჩემი პროგნოზი უნდა აგიხდეთ ასე ცუდად?! მე ვამბობდი, რომ ლეგალიზება მას სჭირდება იმისათვის, რომ რამდენიმე კვირით ადრე უჩა მამაცაშვილმა მისმა დეიდაშვილმა ამერიკიდან ჩამოიყვანა ამის სპეციალისტები და საქართველოში უნდოდათ ნარკოკარტელის გაკეთება და ახლა აკეთებენ კიდეც. ჩემ დროს ხდებოდა რეგიონალური ჰაბი ბიზნესის, კულტურის, განვითარების, ლოგისტიკის, ახალი ტექნოლოგიების, ივანიშვილმა ეს ყველაფერი ჩამოაშორა და საქართველოს ქცევა უნდა ნარკოჰაბად, ნარკოკარტელის ქვეყნად", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...