A1 ბანერი

სააკაშვილი: ივანიშვილს მარტივი კონცეფცია აქვს – ყველა დაჩმორებული უნდა იყოს

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ბელგიის ქალაქ ლიეჟში, ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

“ჩვენ გვაქვს ზუსტი მოდელი იმისა, რა უნდა იყოს საქართველო. წაგვართვეს სიტყვა იმედი და წაგვართვეს სიტყვა ოცნება. ყველაფერს გვართმევენ. ოცნება რომ გვესმის ცუდი ასოციაციაა უკვე. ეს არ შეიძლება იყოს ჩვენი ოცნების საქართველო. ივანიშვილმა გამოუცხადა ომი საქართველოს, როგორც ერს. საქართველოს, როგორც საზოგადობას.

ივანიშვილის კონცეფცია არის ძალიან მარტივი. ყველა უნდა იყოს დაჩმორებული, ყველა უნდა იყოს ღარიბი და მთელი დოვლათი უნდა იყოს მარტო მის ხელში. ჩემი კონცეფცია არის სრულიად საწინააღმდეგო, საქართველოს უნდა იყოს მდიდარი, თითოეული ქართველი უნდა იყოს მდიდარი და ეს უნდა იყოს გადანაწილებული ყველაზე”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის შენობაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ემიგრანტებს ხვდება. შეხვედრა მოძრაობა “ერთად სახლში” ორგანიზებით შედგა. მოძრაობის წარმომადგენლები იქ შეკრებილებს გააცნობენ 3-პუნქტიან გეგმას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...