სააკაშვილი: ივანიშვილს ხელები ექვავება, ეს არჩევნებიც მოიპაროს

“ყველაფერი მან(ბიძინა ივანიშვილი) მოიპარა, ქართველი ხალხი გაძარცვა და ახლა ხელები ექავება მოიპაროს ეს არჩევნებიც, მაგრამ ეს არ გამოუვა. იმიტომ რომ ხალხმა მისი მოტყუების კბილი დიდი ხანია გამოიცვალა”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი 2”-თან განაცხადა.

“მეთოდები დაუძველდა მას. ამიტომ, ვფიქრობ ჩვენ უნდა ვიყოთ წყნარად, ყველა დამოუკიდებელი გამოკითხვებით ძალიან დამაჯერებლად ვლიდერობთ, რაც კარგად იციან “ოცებაში” და სრულ პანიკაში არიან. ხან რა სისულელეს მოიგონებენ, ხან რას…

მათ ეს მარცხი არ ასცდებათ და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს” – განაცხდა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად