სააკაშვილი ივანიშვილს: კარგად მომისმინე, ეს არჩევნები სანდრას უკვე მოგებული აქვს!

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საშუალებით ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და დასძენს, რომ მის მეუღლეს, სანდრა რულოვსს არჩევნები პრაქტიკულად უკვე მოგებული აქვს. სააკაშვილის ცნობით, ხელისუფლება სამეგრელოში მანიპულაციების მოწყობას გეგმავს და ადგილზე პოლიციას გზავნის.

“ზუგდიდში სანდრას აქვს წარმოუდგენელი უპირატესობა. როგორც შეიძლება, რომ არ ჰქონდეს. ერთის მხრივ არის მსოფლიოში ცნობილი, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იმიტომ კი არა, რომ ჩემი ოჯახის წევრზეა საუბარი, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს სამეგრელო, ზუგდიდი, საქართველო. მეორეს მხრივ, არის მძარცველი, რომელსაც ეზიზღება საქართველო და რომელმაც დააყენა მორიგი, თავისი გოდორი იქ ერთ-ერთ კანდიდატად, რა მნიშვნელობა აქვს, მორიგი თავისი შნირი. აი, ამ სიტუაციაში, სანდრას ეს არჩევნები პრაქტიკულად უკვე მოგებული აქვს. მაგრამ მე მინდა, უბრალოდ ჩვენ ყველამ ვნახოთ, რას აკეთებს ივანიშვილი.

ივანიშვილს ჩაყავს იქ დიდი რაოდენობით პოლიცია, აპირებს საარჩევნო უბნებზე მანიპულაციას, უკვე ჰყავს ადგილობრივი კომისიის თავმჯდომარე, უთავმოყვარეო ქალბატონი, რომელიც სუფთა საბჭოთა ძველი, ტიპიური გამყალბებელია. ტიპიური საბჭოთა საქმმართველობებში რომ მუშაობდნენ თავწაკრული, აი, ეს არის ზუგდიდის კომისიის თავმჯდომარე. მოდიან, ხალხს სცემენ, ურტყამენ, პროვოკაციებს აწყობენ.

ასე, რომ მინდა ახლა ივანიშვილს მივმართო. მომისმინე კარგად შენ, ეს  არჩევნები სანდრას მოგებული აქვს. ისევე როგორც მე ვიცნობ საარჩევნო სიტუაციას ხულოში, ზესტაფონში, მთაწმინდაზე, მანეულში და ყველაგან მთავრობას აქვს წაგებული. უბრალოდ, აქ საკითხი დგას ძალიან მარტივად- ან თქვენ აღიარებთ დამარცხებას და შეეგუებით იმას, რომ შენ არ გაქვს აბსოლუტური კონტროლი, საქართველო შენი დუქანი არ არის, ეს არ არის შენი პირადი საკუთრება”,-მიმართავს სააკაშვილი ივანიშვილს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...