სააკაშვილი: ივანიშვილს ეზიზღება საქართველო, უყვარს ფული, “ოცნება” თქვენ ხომ გიყვართ ეს ქვეყანა?!

"მინდა მივმართო "ოცნების" წევრებს, თქვენც ხომ ქართველები ხართ?! შეიძლება პოლიტიკურად არ მოგვწონდეს ერთმანეთი, მაგრამ თქვენც ხომ გიყვართ ეს ქვეყანა?! ხომ ხვდებით, რომ ივანიშვილი დიდ შარში გხვევთ?!" – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ვიდეომიმართვის საშუალებით "ქართული ოცნების" წევრებს იმ ინფოარმაციასთან დაკავშირებით მიმართავს, რომლის მიხედვითაც საქართველოში მარიხუანას ექსპორტი სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით იგეგმება. 

"ჯერ სალომე [ზურაბიშვილი] საქართველოს მტერი და მოღალატე დაგასვათ კანდიდატად. ახლა ხელს გაწერინებთ წარმოუდგენელ საზიზღრობაზე. ივანიშვილს ეზიზღება საქართველო და უყვარს ფული. ის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად ასახელებს სალომე ზურაბიშვილს, უნდა საქართველოს გადაგვარება საქართველოს ნარკოტიკების ექსპორტიო ქვეყანად ქცევით და ნარკოტიკების ქსელის მაღაზიების გაკეთება უნდათ უჩა მამაცაშვილსა და ბერას. 

იმისათვის რომ საქართველო გადარჩეს და არ გადაშენდეს, მინდა ყველანი დავირაზმოთ. მნიშვნელობა აღარ აქვს პარტიულ კუთვნილებას. ეს კაცი [ივანიშვილი] არის ძალიან დიდი ბოროტება. ამ ბოროტებამ არ უნდა გაიდგას საქართველოში ფესვები. ეს იქნება საქართველოსთვის ყველაზე დიდი, საუკუნოვანი სირცხვილი თუ ეს კაცი, რომელმაც მოაჯადოვა საქართველოს ნაწილი, დააჰიპნოზა… თუ ეს ბოროტება გაიდგამს ფესვებს საქართველოში ჩვენ დავრჩებით ქვეყნის გარეშე და ჩვენ აღარ გვექნება სამშობლო. სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს ამას ბოლომდე სევებრძოლები. არ დავუშვებ, რომ ჩვენ დავრჩეთ ჩვენი ქვეყნის გარეშე. ამაში მე თქვენი დახმარება მინდა", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა თავის ვიდეომიმართვაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...