სააკაშვილი: ივანიშვილს დავამარცხებთ, თუ გავაკეთებთ იმას რაც გააკეთა სომხეთში ფაშნიანმა

ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ჩემი საუბარი მიმდინარე მოვლენებზე საქართველოს მომავალ ლიდერებთან

რაც შეეხება მთავრობის სიტუაციას, მთავრობა საქართველოს აღარ ყავს. ყავს ერთი ადამიანი(ბიძინა ივანიშვილი. პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე)რომელიც არ არის ოფიციალური მთავრობის წევრი, ან რაიმე თანამდებობის პირი, და რათქმაუნდა ეს არის დაკავშირებული რუსეთთან. იზორია იყო ერთადერთი ვინც ამერიკელებს და მათ მოკავშირეებს მოწონდათ, თუმცა არ მოწონდათ რუსებს და ამიტომ ისიც მოაშორეს. ივანიშვილს აღარ ჭირდება დასაყრდენი საკუთარ ხალხში, ის ფიქრობს რომ რუსეთის ჯარი გადაარჩენს მას მომავალში.

ჩვენ ამას დავამარცხებთ თუ ვიქნებით მშვიდობიანი, თუ გავაკეთებთ იმას რაც გააკეთა სომხეთში ფაშნიანმა. რუსეთის გავლენა სომხეთში იყო ბევრად მეტი ვიდრე ოდესმე იყო საქართველოში. მაგრამ, ახალგაზრდობა გამოვიდა და მათ წინააღმდეგ რუსეთმა ვერ გააკეთა ვერაფერი. და ჩვენც უნდა შევძლოთ მშვიდობიანი, არაძალადობრივი და ძალიან დაჟინებული წინააღმდეგობით ამის მიღწევა. არ გვეგონოს რომ მხოლოდ 30,000 და 40,000 ადამიანის შეკრებით თბილისის ცენტრში ისინი გაიქცევიან, ასე არ არის. ეს არ იქნება ერთდღიანი აქცია, ეს არ იქნება ერთ კვირიანი აქცია, ეს არის მრავალკვირიანი, რამდენიმე თვიანი ცენტრალიზებული მობილიზაცია ხალხის საქართველოს გადასარჩენად. ჩემი აზრი არის ასეთი.

ჩვენ სულ გვაბრალებენ რომ რევოლუცია და არეულობა, კლასიკური რეჟიმის გადატრიალება გვინდა. ჩვენ არ გვინდა არეულობა, ჩვენ გვინდა მშვიდობიანი ცვლილება რომელიც მისცემს ქვეყანას და ახალგაზრდებს შანსს რომ არ გაიქცნენ საკუთარი ქვეყნიდან. საქართველოს შეუძლია იყოს ყველაზე წარმატებული ქვეყანა ევრაზიაში, მიუხედავად იმისა რომ ვართ პატარა ქვეყანა. ჩვენ 5 წელი ვიყავით მსოფლიოში ნომერ პირველი ეკონომიკური რეფორმატორი და დღეს ჩვენ ვიცხოვრებდით მინიმუმ როგორც იმ პერიოდში ცხოვრობდნენ ლიტვაში. ისევ განვაგრძობთ ამას, თუმცა ბევრი დრო არ გვაქვს”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, დღეს პარტი “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე შს მინისტრის, გიორგი გახარიას კანდიდატურა წარადგინა

შს მინისტრმა  “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტში მცირედი საკადრო ცვლილებები იქნება.

გახარიას მინისტრთა კაბინეში  შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას ვახტანგ გომელაური დაიკავებს, თავდაცვის მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი ლევან იზორია იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად