სააკაშვილი: ივანიშვილმა ქონება საქველმოქმედო ფონდს კი არა, ქართველ ხალხს უნდა დაუბრუნოს, რადგან ეს ქონება სწორედ მათგანაა ამოღებული!

ეხქსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება ოფშორულ საქველმოქმედო ფონდში კი არა უნდა გადარიცხოს, არამდე ქართველ ხალხს უნდა მისცეს, რადგან მისი თქმით, ეს ქონება მან ქართველი ხალხის ხარჯზე მიიღო.

“ივანიშვილმა უნდა დააბრუნოს თავისი ქონება ქართველ ხალზე, რაღაც ოფშორულ საქველმოქმედო ფონდზე კი არა, ქართველ ხალხზე! ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ეს ქონება ამოღებულია ქართველი ხალხიდან….

ვიცი რომ მესტიაში რამდენიმე სოფელში ახალ წელს არ იყო დენი. მე ძალიან კარგად მახსოვს როგორ შევიყვანთ იქ დენი, რადგან სასტუმროების აშენება და მისი განვითარება გვინდოდა. ფრანგებისგან ავიღეთ პრაქტიკულად უფასოდ საბაგიროები.

ალეკო ხეთაგურმა მაშინ შეძლო გმირობა, ენერგეტიკის მინისტრი იყო იმ დროს, მაგრამ მან კი არ შეძლო მუშებმა შეძლეს, იმ რთულ ზამთარში გადაიყვანეს მაღალი ძაბვის ხაზები, რის გამოც მუშებიც კი დაგვეღუპა.

ივანიშვილმა კი ეს ჩვენი გადაყვანილი დენი გამოიყენა თავისი მიზნებისთვის. ეს არის სწორედ მისი კონცეფცია, დამონებული, გაძვალტყავებული, ვალებში ჩამხჩვალი ხალხი, რომლის ერთადერთი გამოსავალია ან მოკვდეს შიმშილით ან  წავიდეთ ქვეყნიდან.

ჩვენი კონცეფცია კი ეს არის, რომ ოღონდ მოშორდეს, ოღონდ თავი დაგვანებოს და მოპარული ქონება დააბრუნოს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარ არხთან“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად