სააკაშვილი: ივანიშვილმა მოახერხა და საქართველო ყველა კრიტერიუმით გახდა უფრო ბანძი, ვიდრე სომხეთი

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმიარვაში განაცხადა, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს

“ნიკოლა პაშინიანმა, სომხეთის პრემიერმინისტრმა გამოცხადა, რომ ერთიანი ეროვნული პროდუქტი 1 სულ მოსახლეზე, სომხეთი პირველად უსწრებს საქართველოს. ასეთი რამე არ მომხდარა რა თქმა უნდა, არც ჩემ დროს და არც შევარდნაძის დროსაც კი. არ მოხდა ტიგრან მეორე დიდის შემდეგ, სომხეთის დიდი მმართველის შემდეგ.
არ არსებობს არცერთი მიზეზი გეოგრაფიული მდებარეობის და რესურსების თვალსაზრისით თუ რატომ უნდა იყოს სომხეთის მაცხოვრებელი, უფრო მეტი შემოსავალი რატომ უნდა ჰქონდეს ვიდრე ქართველებს? მაგრამ ეს ტრიუკი საქართველოს ჩაუტარა ივანიშვილმა.
მოდით ვისაუბროთ ციფრებზე.
შევარდნაძის პრეზიდენტობის დასასრულს საქართველოს ერთიანი ეროვნული პროდუქტი 1 სულ მოსახლეზე შეადგენდა 1000 დოლარს. ჩემი მთავრობის ბოლოს, 2012 წლისთვის ის შეადგენდა 4000 დოლარს. ერთი სიტყვით, საქართველოს გახდა, თითოეული ქართველი გახდა 4-ჯერ უფრო მდიდარი ვიდრე იყო მანამდე.
დღეს არის ის ციფრები, რომელიც მეტყველებს, რომ არ მომხდარიყო 2012 წლის კატასტროფა, ეს იმათ გასაგონად მინდა ვთქვა, სააკაშვილი კი უნდა წასულიყო მაგრამ…
რომ არ წასულიყო ჩემი მთავრობა, საქართველო დღეს იქნებოდა იმავე დონეზე სადაც არის საბერძნეთი და ხორვატია და ჩვენ ქალებს არ მოუხდებოდათ ოჯახებიდან წასვლა, იქ მოხუცების მოვლა, სახლების დასუფთავება და ჩვენ მუშებს არ მოუხდებათ კისრის მოტეხვა და წელში გაზნექვა მშენებლობებზე. მაგრამ, მოხდა ეს კატასტროფა და დღეს საქართველოს ერთიანი ეროვნული პროდუქტი ოფიციალურად შეადგენს 4000 დოლარს, ე.ი იმდენივეს, რამდენსაც შეადგენდა თითქმის 8 წლის წინ, ჩემი მმართველობის დასასრულს. და ვეჭვობ, რომ ესეც ტყუილია. მგონი შევარდნაძის „პრაკრუტკას“ აკეთებს დღგ” -სი და რაღაცას აფერისტობს. მე მგონი უფრო ღარიბები ვარ ვიდრე 2012 წელს. ამას ხომ მოხერხება უნდოდა, რომ დღეს, როცა კითხავენ ვინმე უცხოელს საქართველო რა არის, სქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც არის სომხეთზე უფრო ღარიბი და ზამთრის კურორტებზე არ არის წყალი.
შეადარეთ რა სახელი გქონდა 2012 წელს. ივანიშვილმა და მისმა ხროვამ მოახერხა, რომ საქართველო ყველა კრიტერიუმით გახდა უფრო ბანძი, ვიდრე ჩვენი მეზობელი. ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა დასრულდეს.

ვისაც უნდა ტალახში და სიღარიბეში ცხოვრება, გადაყვეს თან ივანიშვილს, მაგრამ საქართველოს სჭირდება წინსვლა და განვითარება. ეს აუცილებლად მოხდება, საქართველოში აუცილებლად გათენდება” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად