სააკაშვილი: ივანიშვილმა გუშინ რეალურად დიდი დარტყმა მიიღო

“მინდა ვისაუბრო გუშინდელ ე.წ. არჩევნებზე. სინამდივლეში მაგარი ბრძოლა გაუმართეთ ივანიშვილს და სინამდივლეში ყოველი ასეთი ბრძოლის შემდეგ, ეს ურჩხული სუსტდება”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

ივანიშვილმა გუშინ რეალურად დიდი დარტყმა მიიღო.ეს იცით რას მახსენებს ისტორიულად?- 2004 წლის მარტში საქართველოში ჩავატარეთ საპარლამენტო არჩევნები. მაშინ მე ვიყავი ახალარჩეული პრეზიდენტი, ძალიან პოპულარული, მათ შორის აჭარაშიც ძალიან პოპულარული. და, რა მოხდა?! – აჭარაში, სადაც ჩავიყვანეთ მრავალი ათასი დამკვირვებელი, სახელისუფლებო ბერკეტების ნაწილი იყო ჩვენს ხელში, ასლან აბაშიძემ მოგვიგო არჩევნები, ჩაიწერა ისეთივე მოგება, როგორიც დაახლოებით ივანიშვილმა ჩაიწერა გუშინ საქართველოს სხვადასხვა ადგილებში. ზუსტად ორ თვეში გამოვიდა იქ ხალხი და აბაშიძე დაამხო. აი, ეს არის ისტორიის გაკვეთილები. ერთი ერთზე ჰგავს ივანიშვილი აბაშიძეს. პრაქტიკულად მან დაამყარა ასლანიზმი საქართველოს მასშტაბით,”-  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...