სააკაშვილი: ივანიშვილმა გადააკეთოს თავისი მფლობელობაში მყოფი “პარაგრაფი” საკარანტინო ცენტრად!

ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მე ჩემი ერთადერთი სახლი რომელიც მაქვს საქართველოში გადავეცი ემიგრანტებისთვის, კარანტინისთვის ისევე როგოც სანდრამ გადასცა თავისი სარეაბილიტაციო ცენტრი.
მე მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს გააკეთოს ის რაც გააკეთა ესპანეთში მთავრობამ – სასტუმროები და ტურისტული ობიექტები გადააკეთა საავადმყოფოდ.

გადააკეთოს თავისი მფლობელობაში მყოფი პარაგრაფის სასტუმრო ურეკში ემიგრანტების მისაღებ საკარანტინო ცენტრად, რათა აღარ იყოს საუბარი იმაზე, რომ დაბრუნებულ ქართველებს ვერსად ვერ ათავსებენ”,- წერს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად