სააკაშვილი: ივანიშვილმა ზურა ჯაფარიძეს ფული გადაუხადა და მარიხუანას ყალბი კამპანია დააგეგმინა

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "იბერიის" გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა. 

"მარიხუანაზე რა გააკეთა ივანიშვილმა?! ცნობილია, რომ ბიტკოინების ქარხანა გახსნა გლდანში და გაუძვირა ხალხს დენი. ახლა მისი ფასი დავარდა და საკმარისი შემოსავალი არ შემოაქვს, მაგრამ ახლა ის მიბმულია მარიხუანაზე. დათვალა და თქვა, თუ ახლავე, ნოემბრამდე არ დავთესე ნოემბრამდე ვერ ავიღებ შემოსავალს და 300-400 მილიონ დოლარს დავკარგავ. პოლიტიკა მაინც აღარ არის, საპატრიარქო დისკრედიტირებულია და მიაჩნდა, რომ საპატრიარქოს შიგნით ვიღაცასთან გარკვეული ჰქონდა. პოლიტიკურ ოპოზიციას გავაშებ და ვიტყვი რომ ცოცხები და ამბავი, ირმა ინაშვილიც დამეხმარება. 

იქეთ ჰყავს ზურაბ ჯაფარიძე, რომელსაც სხვათა შორის თავის დროზე ფული მისცა, რომ "ნაცმოძრაობიდან" წასულიყო. მერე ყალბი კამპანია დააგეგმინა, რაღაც ბასიანი, მერე ზურაბ ჯაფარიძე წავიდა და თავისი ფეხით მოიგო რაღაც საქმეები. ყველაფერი თავიდან ბოლომდე ბლეფი და დადგმა იყო. თავიდან ბოლომდე დაგეგმეს მან, უჩამ, ბერამ რომ ამით ოჯახში შემოვიდოდა დიდი შემოსავალი. გადამწყვეტ მომენტში აღმოაჩინა, რომ ქართველმა ხალხმა ამოიღო ხმა. საპატრიარქოში რომელ თანამდებობის პირთან ჰქონდათ გარკვეული არ ვიცი, მაგრამ ძალიან ბევრი მღვდელმთავარი და ეპისკოპოსი ძალიან სწორ ჭკუაზეა. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ყველა არ იყიდება", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად